სტატიები

სტატიები

“უმჯობესია, მევენახემ სუბსიდია ყურძნის გადამუშავებაზე მოითხოვოს“

წელს სუბსიდიის გაცემის წესი შეიცვალა. სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე, არამდე პირდაპირ მევენახეზე. ექსპერტები კი მთავრობას სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებით სთავაზობენ სუბსიდიის გაცემის კიდევ უფრო განსხვავებულ წესს, რომლის შედეგადაც მატერიალურ სარგებელს მევენახესთან ერთად სახელმწიფოც ნახავს. 

Read More
სტატიები

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება 10 თვეა დუმს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ტრაგიკულად გარდაცვალებული ხანუმ ჯეირანოვას საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. სწორედ გამოძიების გაჭიანურებამ და სამართალდამცავთა გულგრილობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის მეუღლე, აჯი გასანოვი იქამდე მიიყვანა, რომ აფკან გუსეინოვს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. 

Read More
სტატიები

,,ხალხი მარტო არჩევნებისთვის არ უნდა ახსენდებოდეთ”

თვითმმართველობის რეფორმა, რომელმაც მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზება, უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა უნდა უზრუნველყოს, კახეთის რეგიონში ამ დრომდე არ დასრულებულა. 

Read More
სტატიები

ქონება, რომელიც სახელმწიფომ “იჩუქა”, კანონიერ მფლობელებს ჯერ ვერ დაუბრუნდება (R)

თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად გახორციელება – ძალიან რთული  –  ქონება, რომელიც სახელმწიფომ “იჩუქა”, კანონიერ მფლობელებს ჯერ ვერ დაუბრუნდება

Read More
სტატიები

თვითმმართველობის რეფორმის შედეგები დედოფლისწყაროში

საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირება ერთი წლის წინ დაიწყო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეფორმის ერთწლიან შედეგებს აფასებენ და განმარტავენ, რომ დაიხვეწა და მოქნილი გახდა ბიუჯეტის ფორმირების პროცესი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებზეა მორგებული. საპირისპიროს ამბობენ ადგილობრივები. ისინი ამბობენ, რომ რეფორმამ რეალურად არაფერი შეცვალა.

Read More
სტატიები

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას (R)

საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.

Read More
სტატიები

მაღალი სიჩქარე კახეთის რეაბილიტირებულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია

თითოეული ადამიანი საგზაო მოძრაობაში ამა თუ იმ სტატუსითაა ჩართული: ვინ მძღოლია და ვინ ქვეითად მოსიარულე. მაგრამ საგზაო შემთხევისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არც აქვს. 

Read More
სტატიები

თელაველები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურა რომ მოუწესრიგებელია, არავინ დავობს. არ არსებობს ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, არის ტროტუარებისა და საგზაო ნიშნების პრობლემა. რიგ ქუჩებზე, ასევე, მოუწესრიგებელია ასფალტის საფარი და მოსაწყობია ბორდიულები.

Read More
სტატიები

კახეთში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

არამდგრადი ამინდის მიუხედავად, კახეთში ჰაერის ტემპერატურა კვირის განმავლობაში მოიმატებს.  სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის დაკლება კვირის განმავლობაში მოსალოდნელი აღარ არის და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსამდე გათბება. 

Read More
სტატიები

არ ვიცი, რა ფერია გამგებელი – ახმეტა თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ

ზუსტად ერთი წლის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტმა პირდაპირი წესით აირჩია გამგებელი. ხელისუფლება განვლილი ერთი წლით თავს იწონებს და საუბრობს ძირეულ ცვლილებებზე, რომლებმაც, მათი შეფასებით, მოსახლეობაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინეს. ოპოზიცია ხელისუფლებას თვითკმაყოფილების რეჟიმში ყოფნის მაგიერ საქმის კეთებას ურჩევს. ადილობრივები კი ჩივიან რომ არჩევნების შემდეგ გამგებელს მათთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია და ამბობენ, რომ მისი კანის ფერიც კი დაავიწყდათ. 

Read More