სტატიები

,,საძოვარზე არც შუქია, არც ტელევიზორი, რომ გავიგო როდის მოდის არჩევნები”“

იორმუ­ღანლოელები ჩვენ გადამღებ ჯგუფ­თან სოფლის პრობლემებზე იწყებენ საუბარს და მთავარ საკითხად გაყი­დულ საძოვრებს ასახელებენ, შემდეგ შიდა გზების მოწესრიგებაზე იწყებენ საუბარს და სოფლის სხვა საკითხებ­ზეც ამახვილებენ ყურადღებას. ჩვენს კითხვებს კი არჩევნებზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვინც აქტიურად საუბრობდა სხვა საკი­თხებზე, გვითხრეს, რომ ქართული ნაკლებად ესმით, არჩევნებზე ვერ ისაუბრებენ და ტოვებენ სოფლის ბირჟას. ენობრივი ბარიერის გამო მო­სახლეობა ვერ არკვევს როდის რა დონის არჩევნებია. „კახეთის ხმა„ ესაუბრა იორმუღანლოს, მუღანლოს, თულარის, ლამბალოსა და ქეშალოს მაცხოვრებლებს.

იორმუღანლოელი პედაგოგი ქალბატონი ბადირა ნასი­მოვა ქართულად ვერ მეტყველებს, უჭირს საუბარიც. ჩვენთან ურთიერ­თობას რუსულ ენაზე ცდილობს, რათა საკუთარი სათქმელი ჩვენამდე მოიტანოს. მისი განცხადებით, ოჯახში მამაკაცი არ ყავს, ამიტომ არჩევნე­ბში მონაწილეობის საკითხს თავად წყვეტს: ,,საარჩევნო უბანზე რომ მივდივარ, მიმაქვს პასპორტი, მიკე­თებენ თითზე მარკირებას და ვაძლევ ხმას პროცედურების დაცვით. როცა არჩევნები მოდის, გვეუბნებიან და მივდივართ. მე დამოუკიდებელი ვარ, ვისაც მინდა ხმას მას ვაძლევ. მე სულ მარტო დავდივარ არჩევნებზე. ეხლა მართლა არ ვიცი, ვინ არიან კადიდა­ტები და როდის ტარდება.“ 

აზერბაიჯანულ სოფლებში მცხო­ვრები მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული საარჩევნო უფლე­ბებზე. იქ მისულს გრჩება შთაბეჭდი­ლება, რომ საჭიროა საგანგებო ზომე­ბის მიღება იმისათვის, რათა მოხდეს ეთნიკური უმცირესობების სრულყო­ფილად ჩართვა საარჩევნო პროცესე­ბში. მოსახლეობას ნაკლებად აინტე­რესებს საარჩევნო თემებზე საუბარი, თუმცა არიან გამონაკლისებიც, ვინც ჩვენთან ამ საკითხებზე საუბარი მოინდომა. ასანა აბდულაევმა იცის, რომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება, თუმცა თარიღი და კანდიდატების ვინაობა არა. აბდულაევის თქმით, ამ დრომდე სოფელში სამიდან არცერთი კანდიდატი არ მისულა და არც საარ­ჩევნო გზავნილებზე უსაუბრია: ,,ვიცი რომ არჩევნები მოდის, ისიც ვიცი, რომ 2 ქალი კადიდატია, ერთის გვარი ვიცი, ხიდაშელი, ისიც იქიდან მახსოვს, რომ წინა დეპუტატიც ეგ გვარი იყო, მინისტრად რომ წავიდა. აქ ჯერ არ მოსულან და არ დაგვალაპარაკი არავინ. არჩევნებზე ხალხი დადის ვინც სოფელში ცხოვრობს და თუ ქართული არ იციან, ხან ნათესავი დაეხმარება, ხან სხვა არჩევანის გაკეთებაში“.

თავრიზ ნასიმოვი მწყემსია და როგორც თავად ამბობს, ნახევარ დროს მინდორსა და მთაში ატარებს. მისთვის არჩევნები მეორე ხარისხოვა­ნია, თუმცა როგორც რესპონდენტი, ენაწყლიანი აღმოჩნდა და ქართულა­დაც კარგად მეტყველებდა. თავრიზი 36 წლისაა, მას არჩევნებში მონაწი­ლეობა დღემდე არასდროს მიუღია: ,,სად მცალია არჩევნებისთვის მწყემს კაცს, სოფელში არც ვარ, სულ გარეთ ვარ გასული. საძოვარზე არც შუქია, არც ტელევიზორი, რომ გავიგო როდის მოდის არჩევნები. ცხვრებს მარტო ხომ არ დავტოვებ, რომც ვიცოდე, ვერ გამოვალ სოფელში. ეხლა არ ვიცი როდის მოდის არჩევნები. ან რა არჩვენებია, თუ მეტყვით და აქ ვიქნები, წავალ და ხმას მივცემ, წერა და კითხვა კარგად ვიცი ქართულად. არც ჩემი ცოლი დადის, რადგან მე სახლში არ ვარ, მარტოს კიდევ არ გავუშვებ. საერ­თოდ, სოფელში აფიშებს ხომ აკრავენ არჩევნების წინ და სურთებიდან ვიცით ვის უნდა მივცეთ ხმა, იმ სურათის ბო­ლოში კიდევ საარჩენო ნომერი წერია და ვიმახსოვრებთ.“

საქართველოს იურისტთა ასო­ციაციის წარმომადგენელის ირმა პავლიაშვილის განმარტებით, შუა­ლედური არჩევნების დანიშვნის განმარტება ასეთია, რომ მას ნიშნავს ცესკო იმ შემხვევაში, როდესაც პარ­ლამენტს/საკრებულოს გამოაკლდება მაჟორიტარი წევრი: ,,შუალედური არჩევნები ეს არის შესაბამის სა­არჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხე­ლისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს (პარლამენტის/საკრებუ­ლოს) შემადგენლობის შესავსებად. პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, თუ პარლამენტის წევრს უფლებამო­სილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლე­ბამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ – უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენ­ტის მორიგი არჩევნების წელს შუა­ლედური არჩევნები არ იმართება. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარი წევრის გამოკლების შემთხვევაში შუა­ლედური არჩევნების ჩატარებას, იგი იმართება უახლოეს მაისში ან ოქტომ­ბერში, იმპირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც არის დარჩენილი. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლე­ბამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი“.