მზად არის თუ არა სოფლის მეურნეობა ახალი კლიმატური რეალობისთვის?
„ელ ნინიოს“ ფონზე სპეციალისტები ფერმერებს აფრთხილებენ: წყლის მართვა, ნიადაგის დაცვა და აგროდაზღვევა შესაძლოა გადარჩენის პირობად იქცეს.
კახელი ფერმერისთვის მთავარი საფრთხე ელ ნინოსა და კლიმატის ცვლილების პირობებში არის არა მხოლოდ სიცხე, არამედ ამინდის არასტაბილურობა — გვალვა, ძლიერი წვიმები, სეტყვა და სეზონების არევა. ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი „ადაპტაციაა“ — ანუ მეურნეობის წინასწარ მომზადება.
ბოლო თვეებია „კახეთის ხმის“ მკითხველი რეგიონში არსებულ არადამახასიათებელ ნალქიანობას და კახეთისთვის უჩვეულო კლიმატის ცვლილებაზე მიუთითებს. სეტყვა და ქარი ფერმერებისთვის ყოფელთვის პრობლემური იყო, მაგრამ ამდენი ნალექი და ასეთი შეცვლილი გარემო პირობები მართლა იშვიათია.
რატომ და რა იწვევს ამ ცვლილებებს, – მეცნიერები მრავალ ფაქტორზე მიუთითებენ, თუმცა ერთ-ერთი ელ-ნინიოა.
რა არის ელ-ნინიო?
ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-იდან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც.
რა უნდა გააკეთოს კახელმა ფერმერმა?
სპეციალისტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში კახეთის სოფლის მეურნეობას ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულება:
💧 წყლის დაზოგვა და მართვა
მაღალი ტემპერატურისა და გვალვის ფონზე წყალი მთავარი რესურსი ხდება.
ფერმერებს ურჩევენ:
- წვეთოვანი სარწყავი სისტემების გამოყენებას;
- ნიადაგის მულჩირებას ტენის შესანარჩუნებლად;
- წყალსაცავებისა და მცირე რეზერვუარების მოწყობას.
🌱 ნიადაგის დაცვა
გადახურებული და გამომშრალი ნიადაგი სწრაფად კარგავს ნაყოფიერებას.
რეკომენდაციებია:
- ნიადაგის მუდმივად დაუფარავად არ დატოვება;
- ორგანული მასალის დამატება;
- ქარსაფარი ზოლების გაშენება.
🍇 ვენახებისა და ბაღების ადაპტაცია
კლიმატის ცვლილება პირდაპირ მოქმედებს ვაზსა და ხეხილზე.
მნიშვნელოვანია:
- დაავადებების მონიტორინგი;
- სიცხეგამძლე ჯიშების შერჩევა;
- სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება.
⛈️ ექსტრემალური ამინდისთვის მზადყოფნა
კახეთში იზრდება:
- სეტყვის;
- უეცარი ძლიერი წვიმების;
- ქარის;
- გვალვის რისკი.
ფერმერებს ურჩევენ:
- აგროდაზღვევის გამოყენებას;
- ამინდის პროგნოზების მუდმივ კონტროლს;

