წელს საქართველომ ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გაიტანა

საქსტატმა დღეს 2022 წლის პირველი კვარტლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ღვინის ექსპორტი წელს 12%-ით, 46 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, ღვინო მთლიან ექსპორტში რიგით მეხუთე ადგილს იკავებს. უცვლელია ექსპორტის ქვეყნებიც_, ანგარიშის თანახმად, 25.4 მილიონის ღვინო ექსპორტზე რუსეთში გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. მთლიან ექსპორტში რუსეთს 56%-იანი წილი უჭირავს.

სხვა საექსპორტო ბაზრებიდან მზარდია ღვინის ექსპორტი პოლონეთში, ჩინეთსა და ყაზახეთში.

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:

1 რუსეთი – $25.4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 7%
2 პოლონეთი – $4.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 57%
3 ჩინეთი – $3.0 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%
4 უკრაინა – $2.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან -36%
5 ყაზახეთი – $1.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 31%
6 ლატვია – $1.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%
7 აშშ – $1.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 25%
8 გერმანია – $0.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 59%
9 გაერთიანებული სამეფო – $0.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 129%
10 ლიეტუვა – $0.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 32%