ვიდეორეპორტაჟი

უნიკალურ ფერთა გამა თუშურ ფარდაგებში

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. კვლევის მიხედვით საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან სასოფლო სამეურნეო და საოჯახო საქმეებს.
მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ლილი მურთაზაშვილმა 10 წლის წინ წინაპრებისგან ნასწავლი თუშური ფარდაგების ორნამენტების ქსოვის უძველესი ტრადიცია აღადგინა, რის გამოც ხალხური რეწვის ოსტატის სტატუსი მიენიჭა.
79 წლის ხელოვანი პროფესიით ფილოლოგია, თუშეთში მწყემსის ოჯახში გაიზარდა, სადაც ყველა ფარდაგებს ამზადებდა, მანაც ხელსაქმე ბავშვობიდან ისწავლა.
იგი წლების განმავლობაში სკოლაში, პედაგოგად მუშაობდა, ბოლოს ისევ ოჯახურ საქმიანობას დაუბრუნდა.

ლილიმ 9 წლის წინ წინაპრებისგან ნასწავლი თუშური ფარდაგების ორნამენტების ქსოვის უძველესი ტრადიცია აღადგინა, რის გამოც ხალხური რეწვის ოსტატის სტატუსი მიენიჭა. ლილი 8 000 დოლარით მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, რის შემდეგაც სოფელში საწარმო „თუშური ფარდაგი“ გახსნა, სადაც ფარდაგებს, ხალიჩებს, ჩითებს, წინდებსა და სხვა თუშურს სამოსს ქსოვენ.

„დავიბადე და გავიზარდე მეცხვარის ოჯახში. ჩემი მშობლები, მამიდები, დეიდები, დები, ბებიები – ყველანი ქსოვდნენ. თავიდანვე ძალიან მანტერესებდა ღებვა. როდესაც გამოქვეყნდა პროექტების ნუსხა, ერთ-ერთი იყო ტრადიციული ხელსაქმე. მე ტრადიციული ხელსაქმე, თუშური ფარდაგი ავირჩიე, რომელიც წერა-კითხვაზე ადრე შევისწავლე. ძირითადად ვქსოვ ფარდაგებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. თუშურ ჩითს ხვდა წილად ყველაზე დიდი მოწონება. ალბათ იმიტომ რომ ვატო კოტეტიშვილმა უმცროსმა გადაოიღო დოკუმენტური ფილმი “თუშური ჩითი”, – განუცხადა knews.ge–ს ლილი მურთაზაშვილმა.

საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. სახელოსნოში ქსოვის დაწყებამდე ძაფის ღებვის პროცესი მიმდინარეობს. ლილიმ ძაფები რომ შეღებოს, ზაფხულში ხშირად თუშეთში მიდის. მურთაზაშვილი ამბობს, რომ მან 50 ბუნებრივი ფერი შექმნა.

„მე მივიღე 50 ფერი ფოთლებისგან, ყვავილებისგან, ნაყოფისგან, ხილისგან, თიხისგან. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ თიხის ღებვაც დავიწყე, რომელიც ჯერ საქართველოში არავის არ გაუკეთებია. დაახლოებით ორ-სამ დღეში თუშეთში ვაპირებ წასვლას, რადგან ულტრაიისფერი სხივები ახლოს არის. როდესაც ბებია ღებავდ, მეტყოდა ხოლმე რომ თუშეთში კარგად იღებებაო და ვერ ვხვდებოდი. როდესაც ქიმიის შესწავალ დავიწყე, მივხვდი, რომ ულტრაიისფერი სხივები აძლევდა ლამაზ ფერებს“, – აღნიშნავს ლილი მურთაზაშვილი.

ხალხური რეწვის ოსტატის ფარდაგები ძვირადღირებულია, რომლის ფასი ზომების მიხედვით 250 ლარიდან 10 000 ლარამდე მერყეობს. ფარდაგებსა და ხალიჩებს ძირითადად ტურისტები ყიდულობენ. ძველი მეთოდით დამზადებული პროდუქცია ხშირად სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებზეც იყიდება.