ახალი ამბები

თელავში ახალი წიგნი „ჩვენ ყველანი“ წარადგინეს

თელავში ახალი წიგნის – „ჩვენ ყველანი“ – კახაბერ სუხიტაშვილის პირველი სამწერლო დებიუტი შედგა.

საზოგადოებას წიგნი „ჩემი გამომცემლობის“ გუნდთან ერთად თავად ავტორმა წარუდგინა. აქამდე კახაბერ სუხიტაშვილს საზოგადოება გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო მიმართულებით იცნობდა, თუმცა სამწერლო ასპარეზზე მისი გამოჩენა საინტერესო სიახლეა.

რომანში მოქმედება ერთ პროვინციულ ქალაქში ხდება, სადაც ყველაფერი ერთი შეხედვით ერთფეროვანია, თუმცა მაინც უზადო სიჭრელით გამოირჩევა. სიუჟეტის მთავარი ხაზი ორი, თითქმის თანადროული ისტორიაა, რომლებსაც უცნაური, მაგრამ მეტად სახასიათო ცხოვრებისეული ჯაჭვები კრავს. რომანს ორი მთავარი გმირი ჰყავს, რომელთა ცხოვრებისეული ხედვა და ცხოვრების სტილი განსხვავებული, თუმცა, ამავდროულად, ერთიანი სივრცის ნაწილია.
ნაწარმოებში ამ ორი გმირის შეხვედრა გარკვეულწილად საკრალურ დატვირთვას იძენს.

წიგნის შეძენა სხვადასხვა გამომცემლობის მაღაზიებშია შესაძლებელი.

კახეთის ხმა / knews.ge მკითხველის სიყვარულსა და შემოქმედებით წარმატებას უსურვებს ავტორს.