ახალი ამბები

კორონავირუსის დაფიქსირების გამო თელავის თეატრმა მუშაობა შეაჩერა

თეატრის დასის წევრებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

თეატრის ადმინისტრაციის თქმით, დაწესებულება დროებით, სიტუაციის დასტაბილურებამდე, წყვეტს ფუნქციონირებას.