,,ლიბერთი ბანკის” გურჯაანის ფილიალი კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რამდენიმე დღით დაიკეტა
,,ლიბერთი ბანკის” გურჯაანის ფილიალი, კორონავირუსის მასობრივი შემთხვევების გამო რამდენიმე დღით დაიკეტა.
კოვიდ-19 ბანკის თანამშრომლებს დაუდასტურდათ. ფილიალის ხელმძღვანელობის განმარტებით, ბანკი იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. თანამშრომლები, რომლებსაც ვირუსი ჯერ-ჯერობით არ გამოვლენიათ, ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ფილიალის გახსნამდე, ბანკის მომხმარებლები, რომლებიც ძირითადად საპენსიო ასაკის მოქალაქეები არიან, მხოლოდ ბანკომატით სარგებლობას შეძლებენ. ბანკი მუშაობის განახლებას 18 ოქტომბრიდან გეგმავს.