ახალი ამბებისტატიები

იცავს თუ არა „დელტა“ სეტყვისგან მოსავალს ?

ივნისი კახეთში სეზონური სეტყვის პერიოდია. ბოლო 2 თვის მანძილზე ძლიერი სეტყვის 20 ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და მოსახლეობამ ათეულობით ათასი ლარის ზარალი განიცადა.  ფერემერები ჩივიან, რომ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებები ხშირად არ გამოიყენება. 

კახეთის რეგიონში ულტრათანამედროვე სტანდარტების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა „დელტა “ თერთმეტი წლის წინ დამონტაჟდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საწყისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფოს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდა. „დელტას“ დაფინანსება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთო ბიუჯეტში შედის და ცალკე ხაზად ყოველთვის არ ქვეყნდება. ზარალი დიდია. შესაბამისად, ხალხს აინტერესებს  „რატომ იხარჯება სოლიდური თანხები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისთვის, თუკი შედეგი არ არის“.

რა ვიცით ამ დროისთვის?

„დელტას“ მონაცემებით, 2017 წელს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა დაამუშავა, ხოლო ეფექტიანობამ 96.3% შეადგინა. 2024 წელს კი სისტემამ უკვე თითქმის 5 ათასი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა, რაც სპეციალისტებმა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს დაუკავშირეს.

დელტაში განმარტავენ, რომ  2024 წელს უკვე გაცილებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა — 91 ლოკაციიდან გამოყენებული იყო 4894 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. ამის მიზეზად დასახელდა „გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობები“.

ყოველი სეტყვის შემდეგ მოქალაქეები კითხულობენ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები მუშაობს? რაკეტებს ისვრიან?

ამ კითხვებზე პასუხი „კახეთის ხმამ“ სცადა, თუმცა იმის გამო, რომ უწყება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.  ზუსტი, ცალკე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტასთვის“ საჯაროდ მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. როგორც წესი, „დელტას“ დაფინანსება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთო ბიუჯეტში შედის და ცალკე ხაზად ყოველთვის არ ქვეყნდება.

https://delta.gov.ge/News – დელტას ოფიციალურ გვერდზე სიახლეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, ბოლოდელტამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სამხედრო გამოფენას – IDEX-2025-ს დაესწრო.

ოფიციალური მონაცემებით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 2017 წელს 274 სეტყვასაშიში პროცესი დაამუშავა და თითქმის 3800 რაკეტა გამოიყენა. „დელტა“ მაშინ სისტემის ეფექტიანობას 96%-ზე მეტად აფასებდა. თუმცა, მიუხედავად მრავალწლიანი ოპერირებისა და ათასობით გამოყენებული რაკეტისა, რეგიონში სეტყვისგან მიყენებული ზარალი დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება