სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სოფელ ლალიანში და ქალაქის ნომერ პირველ საჯარო სკოლასთან ქარმა 10-მდე ხე მოგლიჯა. ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხი-წნორის გზაზეც.
სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროსადენები, რის გამოც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მოეწოდება.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა და მუნციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად დღის მეორე ნახევარში აღუდგება.