ლაგოდეხში კორონავირუსი სამი თვის ბავშვს დაუდასტურდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსი ლაგიდეხში აჭარიდან სტუმრად მყოფი ოჯახის წევრს, სამი თვის ჩვილს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების თქმით, ბავშვის ოჯახის წევრებს, ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის უკვე აუღეს და ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში კორონავირუსის უკვე 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთში, ინფიცირების 39 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 13 ლაგოდეხში, 16 მატანში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 1 ყვარელში დაფიქსირდა.