კახეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის ბულინგის ფაქტს უარყოფენ
კახეთის რეგიონის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ბულინგის ფაქტს უარყოფენ.
როგორც სკოლის დირექტორმა knews.ge-ს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს.
“პირიქით, თითოეულ მოსწავლეს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ერთ მოსწავლესაც ვერ ნახავთ, რომ რამით უკმაყოფილო იყოს ისევე როგორც მშობელს. სკოლის ჭიშკრამდეც კი ვაცილებით ამ მოსწავლეს, დიდ ყურადღებას ვუთმობთ.
ვერსად მოწმეს ვერ ნახავთ მსგავსი რამის დასადასტურებლად. გულდასაწყვეტია ამხელა ამაგი ასე ცუდად რომ გვიბრუნდება”,– აცხადებს knews.ge – თან სკოლის დირექტორი. ლ.ე.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე