,კახეთის ხმამ” მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად კამპანია დაიწყო
,,კახეთის ხმამ” ნაცვლიშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად ყვარელში კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, დახმარების პირველი პაკეტი ოჯახს უკვე გადაეცა. ადგილზე ვიზიტისას „კახეთის ხის“ ჟურნალისტებმა გამოკვეთეს სოციალურად დაუცველი ოჯახის საჭიროებები და შეადგინეს სია მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად.
1. იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ განათლების მიღება ონლაინ, საჭიროა პლანშეტები ან კომპიუტერები მინიმალური ბაზით – შესაძლოა იყოს ნახმარი, სარგებლობისათვის ვარგისი კომპიუტერები – 3 ცალი;
2. მაგიდა და სკამი სკოლის გაკვეთილების მოსამზადებლად – 3 ცალი;
3. ერთსაწოლიანი საწოლი და მატრასები – 3 ცალი;
4. ოჯახი ვერ უზრუნველყოფს გადასახადს ცეკვის გაკვეთილებისათვის – 40 ლარი თვეში 2 გოგონასთვის;
5. მინი საცხობი ე.წ „პეჩკა“ პურის გამოსაცხობად
6. ზეთი, წიწიბურა, შაქარი, ლობია და მაკარონი – აუცილებელი პროდუქტები
7. ფარდები 4 ფანჯრისთვის;
8. ფეხსაცმელი: 32 ზომა ბიჭუნასთვის; 33 გოგონასთვის; 34 ბიჭუნასთვის; 35 გოგონასთვის.
დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით რედაქციის ცხელ ხაზზე: 555 520234