ახალი ამბები

სააკაშვილი- ყვარელში სკოლას გავხსნით, ახალგაზრდებს ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე ვესაუბრებით

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყვარელში ახალგაზრდული სკოლა გაიხსენება, სადაც ახალგაზრდებს ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე ესაუბრებიან.

“ყვარელში ვაპირებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და ვესაუბრებით ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე”,- განაცხადა სააკაშვილმა.