რა ეკონომიკურ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების განახლება
მომავალი წლიდან შესაძლოა თელავის აეროპორტიდან მგზავრებმა ფრენა ბათუმის, მესტიის ან ქუთაისის მიმართულებით შეძლონ. შიდა ფრენები, რომლის აღდგენაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, თვითმმართველობის და აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონს ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს.