სახალხო დამცველი კახეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გამოხატულ აქტუალურ პრობლემებს გაეცნო.
ლომჯარიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეხვედრაზე ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა დაასახელეს.
,,შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები, მათ შორის სოციალური სამსახურის მწირ რესურსებზე და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი უწყებების რეაგირებაზე,”- განაცხადა ლომჯარიამ.