გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვით თელავში აქცია გაიმართა
თელავში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ავტომობილებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შეიკრიბნენ და საყვირებით ქალაქში მსვლელობა მოაწყეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს.
აქცია- მსვლელობა კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან სიგნალებით დასრულდა. აქციის ორგანიზატორი იყო პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაცია.