თელავის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის და ლაფანყურის საჯარო სკოლებში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა სოფელ რუისპირის მე- 10 კლასის ორ და სოფელ ლაფანყურის 11- ე კლასის ერთ მოსწავლეს.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, ორივე საჯარო სკოლის აღნიშნული კლასები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, კახეთში, შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე რეგიონში ეპიდსიტუაცია ამ დრომდე მართვადი რჩება.
მთლიანად კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 11 077- ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ ეტაპზე რეგიონში მკურნალობას გადის 616 მოქალაქე, მათ შორის 558 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 63 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 572- ია, თვითიზოლაციიდან კი 93 ადამიანი მოიხსნა. რეგიონში ვირუსი 10 395- მა ადამიამა დამარცხა, გარდაიცვალა 106 პაციენტი.