კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 500–ს გადააჭარბა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კორონავრუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 500–ს გადააჭარბა.
მისი თქმით, 18 დეკემბრის მონაცემებით რეგიონში გამოვლინდა 143 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ კი 1 245 (PCR +სწრაფი ანტიგენი) შეადგინა.
,,რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 575 შეადგენს. აქედან ახმეტაში დაფიქსირებლია 557, გურჯაანში -1 599, დედოფლისწყაროში -583, თელავში -1 820, ლაგოდეხში- 983, საგარეჯოში -899, სიღნაღში -478, ყვარელში -656.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 3 202 პირს, მათ შორის 3 012 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 15 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 175 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 4 320 გამოჯანმრთელდა, 53 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა-2 433, თვითიზოლაციიდან მოიხსნა- 252 პირი. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა შეადგენს -4 320–ს”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.