თელავში ძალადობის წინააღმდეგ გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
თელავში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
კონკურსი “ცოდნის ცენტრის” მიერ ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზაცია ასევე შეუერთდა 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს ,,ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის” დღესთან დაკავშირებით დაიწყო და 10 დეკემბერს ,,ადამიანის უფლებების დაცვის” დღეს დასრულდა.
,,ცოდნის ცენტრის” დამფუძნებელი, გვანცა მოლაშვილი აცხადებს, რომ კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებმა მიიღეს. მათ ქალთა მიმართ ძალადობის და ადამიანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საკონკურსო ნამუშევრები მოამზადეს.
მისივე თქმით, სამი საუკეთესო ნამუშევარი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოვლინდა, ხოლო ორი კი ჟიურიმ შეარჩია.
გამარჯვებულებს შესაბამისი საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცათ.
“ახალგაზრდების ჩართულობა მსგავსი ტიპის პროექტებში აუცილებელია, რათა ავამაღლოთ მათი ცნობიერება ამ კუთხით და ასე შევქმნათ უკეთესი მომავალი” -განახცადა გვანცა მოლაშვილმა.