ახალი ამბები

ნელი ხიზანიშვილი – კახეთში ყველა დაინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში დაინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს , მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადიან. ახალი შემთხვევები არ დაგვმატებია და შეიძლება ითქვას, რომ ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. მატანში ამ დრომდე გრძელდება უსაფო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი ”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

 

ავტორი: მაკა ხაზიური