ახალი ამბები

სოფელ მატანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება გრძელდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება გრძელდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში სულ აღებულია 750 ნიმუში, რომელთა პასუხებიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
,,სოფელ მატანში დღესაც გრძელდება გაფართოებული ტესტირება და ალბათ არ დარჩება ადამიანი, რომელიც არ იქნება გამოკვლეული. მოქალაქეებს ასევე უტარდებათ თერმოსკრინინგი. ახლა ის პერიოდია, როდესაც მოქალაქეების რთველში და სკოლაში აქტიური მობილობა ხდება და ამიტომ მნიშვნელოვანია მივიღოთ პრევენციული ზომები, რათა კახეთში არ გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური