გურჯაანში კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს მედიკამენტები გადაეცათ
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კოვიდ დადებით, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა პაციენტებს მედიკამენტები გადაეცათ.
ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, პირველ ეტაპზე მათ მოამზადეს და გადასცეს პაციენტებს 100–მდე პაკეტი. მათი თქმით, პაკეტში, რომელიც პაციენტებს გადაეცათ 13–მდე დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტი იყო.
გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსის” ონლაინ კლინიკის მონაწილეობით, საჭირო მედიკამენტები გადაეცემა ყველა სოციალურად დაუცველ კოვიდ ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ბინაზე გადის მკურნალობას.
აღნიშნული ინიციატივა ფედერაციის დამფუძნებელს, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ნევროლოგს, დავით მრელაშვილს ეკუთვნის.
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ანალოგიური დახმარების ჩატანას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს