კახეთში გამოიდარებს და მზიანი ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება
კახეთში გამოიდარებს და მზიანი ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების თქმით, რეგიონში ნალექი და უამინდობა მხოლოდ ორ დღეს გასტანს, შემდეგ კი მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.
მათი თქმით, თოვლი და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 24 დეკემბრამდეა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ინფორმაციითვე, 25 დეკემბრიდან მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. ღამის საათებში კი ტემპერატურა დაეცემა და მოსალოდნელია ყინვა –4 გრადუსამდე, დღისით კი 10 გრადუსი იქნება.
მათი თქმით, მზიანი ამინდები პირველ იანვრამდე გაგრძელდება.
მარიამ ოქროცვარიძე