ულამაზესი ფურ–ირმები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან
ფურ–ირემი, იგივე კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ბინადრობს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ირემს უკავშირდება ბერძნული მითოლოგიიდან ამბავი ჰერაკლეზე. იქ მოთხრობილია, რომ არკადიისა და აქაიის საზღვარზე აღმართული კერნიის მთებში ბინადრობს მონავარდე ფერხმარდი ფურ-ირემი, მაინალის ოქროსრქიანი და სპილენძის ჩლიქებიანი ნადირი, მისი ცოცხლად შეპყრობა ევრისთევსმა ჰერაკლეს დაავალა. ასევე უამრავ მითშია გამოყენებული ეს პერსონაჟი.
კეთილშობილი ირემი წყვილჩლიქოსანი ცხოველია ირმისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები.
ფოტო დააფიქსირა ლაგოდეხის ფოტოხაფანგმა.
მარიამ ოქროცვარიძე