ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ 4 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა სოფელ მატანში მცხოვრებ ორ პირს, რომელიც გორში გამართული ქორწილის კლასტერია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე ყვარელში მცხოვრებ მოხუც მამაკაცს. იგი სამკურნალოდ თბილისში, შესაბამის კლინიკაშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მამაკაცს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვს.

ვირუსით ინფიცირება ასევე დაუდასტურდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრებ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს. ადგილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავისურის ლაბორატორიულად დადასტურებული 56 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან აქედან ახმეტაში 18, ლაგოდეხში 18, გურჯაანში 7, დედოფლისწყაროში 1, ყვარელში 7, სიღნაღში 5. თელავსა და საგარეჯოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.