ლაგოდეხში სამედიცინო ცენტრის მშენებლობისთვის 331 564 ლარი გამოიყოფა
ლაგოდეხში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მშენებლობისთვის 331 564 ლარის გამოყოფას მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა.
საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობა ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
,,ახალი შენობა დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს”, – განაცხადა კახა კამბურიამ.