კახეთში კორონავირუსის 52 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 52 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია მშვიდი და კონტროლირებადია.
,,28 სექტემბრის მდგომარეობით ვირუსის ახალი შემთხვევები არ გვაქვს. ლაბორატორიულად დადასტურებულია 52 შემთხვევა. აქედან ახმეტაში 16, ლაგოდეხში 18, გურჯაანში 7, დედოფლისწყაროში 1, ყვარელში 5, სიღნაღში 5. თელავსა და საგარეჯოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. რეგიონში ეპიდსიტუაცია მშვიდია და სტაბილური.
ინფიცირებულებიდან 37 მკურნალობს კოვიდ კლინიკაში, 3 დატოვებულია ბინაზე მკურნალობისთვის, 4 საკარანტინე სივრცეშია, 8 პირი კოვიდ კლინიკიდან დაბრუნებულია ბინაზე და ისინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
3 საკარანტინე სივრცეში იზოლირებულია 68 მოქალაქე, ხოლო სახლის პირობებში თვითიზოლაციაში 118 პირი. გასული კვირის განმავლობაში აღებული და PCR ტესტირებისთვის გაგზავნილი იქნა 7 073 ნიმუში. კახეთში კი სულ 24076 ნიმუშია აღებული”,- განუცხადა KNEWS.GE-ს ნელი ხიზანიშვილმა.