წნორის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინი გამოცხადდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის მოხუცთა თავშესაფარში ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
თავშესაფრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათთან კარანტინი გამოცხადდა და ეპიდემიოლოგები დაინფიცირებული მოხუცის კონტაქტებს სწავლობენ.
მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის შემთხვევა გუშინ გამოვლინდა.
თავშესაფრის დირექტორის, ილია დემეტრაშვილის თქმით, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.