გურჯაანში ბაგა-ბაღები დროებით დაიკეტება
ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში კორონავირუსის ინფიცირების გამო გურჯაანში ბაგა-ბაღები დროებით დაიკეტება.
აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯანის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მიიღო.
,,ყველასთვის ცნობილია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა, ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი.
სწორედ ამიტომ, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა- ბაღების დროებით დაკეტვის შესახებ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს მხოლოდ გურჯაანის #4 საბავშვო ბაგა- ბაღი, სადაც ჩარიცხულები იქნებიან მხოლოდ დასაქმებული მშობლების შვილები”,- აცხადებენ გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ადმინისტრაციაში.