კორონავირუსის გამო წელს ერეკლეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ ჩატარდება
პანდემიის გამო ერეკლე მეფის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ ჩატარდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრიწ ყუშიტაშვილი განმარტავს, რომ ჩატარდება მხოლოდ ერეკლე მეფის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მსახიობების ეთერ ბაბილაშვილის და კარლო ქართველიშვილის ვარსკვლავების გახსნა თეატრთან.
“ღონისძიებების ჩატარება შეჩერებულია, ერეკლე მეფის იუბილესადმი მიძღვნილი მხოლოდ ორი აქტივობა გაიმართება. კარის ეკლესიაში დილის ათის ნახევარზე ჩატარდება წირვა, შემდეგ კი მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სამ საათზე კი თეატრთან ეთერ ბაბილაშვილის და კარლო ქართველიშვილის ვარსკვლავები გაიხსნება “- განუცხადა knews.ge-ს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყურშიტაშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე