სიღნაღში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი შეთხვევა არსებული კლასტერის კონტაქტია, ერთი შემთხვევა კი წნორის მოხუცთა თავშესაფარში დაფიქსირდა.
knews.ge-ს ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულის კონტაქტია და ერთი შემთხვევა კი წნორის მოხუცთა თავშესაფარში დადასტურდა. დაინფიცირებული პირები 79 და 70 წლამდე ასაკის პირები არიან.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი გადაყვანილნი არიან შესაბამის კლინიკაში. ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის დაინფიცირებული პირების კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.
სიღნაღში კორონავირუსის სულ 5 შემთხვევაა დაფიქსირებული. კახეთში კორონავირუსის 65-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დასტურებული