კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 284–მდე გაიზარდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ამ დროისთვის ვირუუსით ინფიცირების 3 284 შემთხვევა ფიქსირდება.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 130 ახალი შემთხვევიდან, ახმეტაში-8, გურჯაანში-31, დედოფლისწყაროში -11, თელავში -54, ლაგოდეხში- 4, საგარეჯოში-9, სიღნაღში -5 და ყვარელში-14 დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები ამჟამად ბინაზე მკურნალობენ. მათი კოვიდ-კლინიკებში ან საკარანტინო სინვრცეებში გადაყვანა ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით მოხდება.
ამ ეტაპზე მკურნალობს 1757 ადამიანი, მათ შორის 1565 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 32 მკურნალობს კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 160 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.
რეგიონში კორონავირუსით სულ 23 ადამიანია გარდაცვლილი.