კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, კახეთში 23 დაფიქსირდა.
სიჭინავას თქმით, მიუხედავად ვირუსით ინფიცირებულების რიცხვის ზრდისა, ეპიდსიტუაცია მართვადია.