კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 357-მდე გაიზარდა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 357- მდე გაიზარდა. აქედან 21 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.
1 ახალი ინფიცირებული იმყოფება სტაციონარში, ხოლო 20 ბინაზე გადის მკურნალობის კურსს.
რეგიონში Covid 19-ის ყველაზე მეტი – 98 შემთხვევა თელავშია, 73 გურჯაანში, 60 ყვარელში, 37 სიღნაღში, 36 ლაგოდეხში, 29 – ახმეტაში, 15 – დედოფლისწყაროსა და 9 საგარეჯოში.
ინფიცირებულებიდან 197 ადამიანი სახლში მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, 113 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაციაში 1022 მოქალაქე იმყოფება, კარანტინში კი 83 ადამიანი. რეგიონში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მიუხედავად ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.