არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

შეხვედრა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ქადაგიშვილთან

სააგენტომ knews.ge და რადიო ,,კახეთის ხმამ” საარჩევნო საკითხებზე გადაცემების ციკლი დაიწყო.

ინტერნიუს ჯორჯიას პროექტის ფარგლებში, თელავის-ყვარლის-ლაგოდეხის და ახმეტის საარჩევნო ოლქში პარტიების მიერ წარდგენილ ხუთი დეპუტატობის კანდიდატის მონაწილეობით მომზადდა გადაცემა, რომლის ნახვა და მოსმენა მსურველებს knews.ge-ს ოფიციალურ გვერდზე და რადიოს ეთერში შეეძლოთ.

პირველი გადაცემა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის მონაწილეობით მომზადდა. კანდიდატმა ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო პროგრამაზე, ახალგაზრდულ მიმართულებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე ბიზნესის და ქალი მეწარმეების ფინანსურ გაძლიერებაზე, ისაუბრა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე.