რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თელავში- რადიო ,,კახეთის ხმის” მეორე გადაცემა
ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმა” ახალი პროექტის „ღია სტუდია“ ფარგლებში, რიგით მეორე გადაცემა ეთერში გავიდა.
გადაცემას კახეთის ხმის ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი უძღვებოდა. მისი თქმით, როგოთ მეორე გადაცემის თემა იყო ,,თელავის 2021 წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები”.
,,ჩვენ ვისაუბრთ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ, კონკრეტულად კი, ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე. გადაცემის სტუმრები იყვნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი და მოქალაქე არჩილ მჭედლიშვილი”,– განაცხადა ნატალია ცისკარაშვილმა.