თელავში აპლიკაციით მიტანის სერვისი ამოქმედდება
თელავში მოქმედმა კომპანიამ ,,თელივერი” მიტანის სერვისის გასაუმჯობესებლად აპლიკაცია შექმნა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან მესხიშვილმა რადიო ,,კახეთის ხმის” ღია ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, აპლიკაცია უკვე მზად არის და მომხმარებლებს მისით სარგებლობა უახლოეს პერიოდში შეეძლება.
“ძალიან მალე ,,თელივერი” აპლიკაციის ბეტა ვერსიას გაუშვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს უკვე შეეძლება აპლიკაციის მეშვეობით შეძლოს შეუკეთოს მისთვის სასურველი პროდუქტი”,- განაცხადა ლევან მესხიშვილმა.
თელავში მიტანის სერვისი და საქმიანობა კომპანიამ ერთი მოპედით დაიწყო. ,,თელივერი” ადგილობრივმა ლევან დვალმა და ვასილ ნაგრუდნიმ შექმნეს. თელივერი სთავაზობს მომხმარებელს მიტანის სერვისს, რომელიც დღემდე არ არსებობდა კახეთში.
მარიამ ოქროცვარიძე