ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

აფეთქება თელავში – ფოტო და ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

თელავში, რეფერალური საავადმყოფოს გვერდით,  ბუნებრივი აირის გასამართ სადგურზე ,,ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა რადენიმე წუთის წინ ალაზნის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Knews.ge-ს ფოტო და ვიდეო შემთხვევის ადგილიდან: