ვარდისუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. სააღმზრდელო დაწესებულება 180 ბავშვზე იქნება გათვლილი.
,,ტენდერში გამარჯვებული კომპანია 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს”,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ბაღის მშენებლობა საქართველოს მთვარობის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის გარდა, ტენდერი კიდევ 3 სააღმზრდელო დაწესებულების პროექტირებაზე გამოცხადდა.