ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
მკვლელობის საქმეზე ფეიზულა მამედოვი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი რამდენიმე საათის წინ მოკლეს. ადგილობრივები მომხდარს წარსულში მხარებს შორის ინციდენტს უკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი