სოციალური მეწარმეობა და გამოწვევები რეგიონში
კახეთის რეგიონული ჰაბი წარმოგიდგენთ რადიო გადაცემას, რომლის თემა გახლავთ სოციალური მეწარმეობა და გამოწვევები.
სოციალური მეწარმეობის სექტორი უკანასკნელ წლებში მზარდ ინტერესს იწვევს. ვინაიდან სოციალური მეწარმეობის სამყარო შედარებით ახალია, ბევრი გამოწვევაა მათ წინაშე. სწორედ ამ საკითხებზე – სექტორში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ღია ეთერის სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ.
სტუმრები კი გახლავთ ,,ბრიჯ-ინოვაცია განვითარების“ გამგეობის თავმჯდომარის ნინო ქარელი, სოციალური საწარმოს ,,ნუკრიანის სახელოსნოები“ ხელმძღვანელი მაია ბიძინაშვილი, ,,ცოდნის კაფეს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი და ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ სოციალური მეწარმეობის პროგრამის მენეჯერი ეკა დათუაშვილი.
“კახეთის რეგიონული ჰაბის” საქმიანობას უზრუნველყოფს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ჰაბი წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, მოხალისეები, ახალგაზრდები და სხვ.) კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით, ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას და მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.
პროექტის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: ნატალია ცისკარაშვილი – 599694615;
Mail: Nataliatsiskarashvili@gmail.com
კახეთის რეგიონული ჰაბი
პროექტის კოორდინატორი