თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ 19 ასევე გამოუვლინდა 37 კვირის ორსულს , რომელიც სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდა.