რა სახის პროდუქტებზე მოიმატა ფასებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში
ერთი წლის განმავლობაში თევზეული 10 %-ით, ზეთი და ცხიმი 17.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.8 %-ით, რძე, ყველი და კვერცხი 6 % – ით გაძვირდა.
საქსტატის ინფორმაციით, ფასები მომატებულია ასევე შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 %) , ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 %), თევზეული (10.3 %), პური და პურპროდუქტები (7.8 %), რძე, ყველი და კვერცხი (6 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 % ), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 %). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 %).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9 %- ით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 %) ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9%-იანი მატება. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 6 %-ით.