სოფელში მაცხოვრებელი მოსახლეობის ნაწილი თვითდასაქმებულად აღარ ითვლება
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის გაანგარიშების სტანდარტი შეცვალა.
შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, ახალი გაანგარიშებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 17,6%-ია. ძველი გაანგარიშებით 11.6% იყო.
ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის.
აღნიშნული სტატუსის მქონე პირები უმუშევართა კატეგორიაში გადაკვალიფიცირდნენ.
მარიამ ოქროცვარიძე