ახალი წლისთვის თელავის ქუჩები ძველი ილუმინაციებით მოირთვება
ახალი წლისთვის თელავის ცენტრალური და ისტორიული ქუჩები ძველი ილუმინაციებით და ინვენტარით მოირთვება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი განმარტავს, რომ სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს არ იგეგმება არანაირი საახალწლო ღონისძიების ჩატარება.
მისივე თქმით, კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ იგეგმება ახალი ინვენტარის შეძენა.
“საახალწლოდ ახალი ილუმინაციების შეძენაზე ტენდერი ადრე იყო გამოცხადებული, ვიდრე ხელისუფლება განცხადებას გააკეთებდა რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით.
ამ ვითარებიდან გამომდინარე ყველა ის ღონისძიება და ტენდერი რაც იგეგმებოდა ახალი წლისთვის შეჩერებულია. შემოვიფარგლებით მხოლოდ საახალწლო დეკორაციებით ქალაქის განათებით.
ძველი ილუმინაციები რასაც გაწვდება ისე მოირთვება ქალაქი. ნაძვის ხეც შესაბამისად იქნება ის რაც წინა წელს გვქონდა “,– განუცხადა knews.ge–ს თელავის ფიქრია ყუშიტაშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე