დანგრეული და ნაგვით სავსე ჩოხელის სტადიონი– ფოტორეპორტაჟი
თელავში, გივი ჩოხელის სტადიონი დანგრეული და ნაგვით სავსეა. დაზიანებულია სკამები და იქ არსებული სხვა ინფრასტრუქტურა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე იგეგმება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
უწყებაში განმარტავენ, რომ დაწყებულია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდეგ, გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დაწყებაზე და ისტორიული სტადიონის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება.
ნახეთ ფოტოები როგორ მდგომარეობაშია სტადიონი.
თორნიკე ხალხელაური