გაჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად თელავში სოციალური კამპანია დაიწყო
არასამთავრებო ორგანიზაციის ,,ცოდნის ცენტრი” ხელმძღვანელმა გვანცა მოლაშვილმა თელავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო.
ორგანიზაციის თავმჯდომარე გვანცა მოლაშვილი აცხადებს, რომ კამპანიის “ერთად, ერთმანეთის დასახმარებლად “, ფარგლებში პანდემიის გამო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.
,,ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ყველა იმ საშუალებით რაც ესაჭიროებათ. ეს იქნება შეშის, წამლის, საკვების, პამპერსების შეძენა და სხვა. ჩვენი კამპანია მოიცავს ყველანაირ დახმარებას, არა მხოლოდ თელავში არამედ სოფლებშიც. გვყავს მოხალისე რომელიც გვეხმარება გადაადგილებაში. ეს კამპანია გაგრძელდება მანამ სანამ პანდემია იქნება.
ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ გაჭირვებულებს რითიც შეგვიძლია. ვისაც აქვს შესაძლებლობა თანხით დახმარება არ შეუძლია, ვიღებთ ტანსაცმელს, ავეჯს და სხვა. მსურველებს შეუძლიათ თავად გაუწიონ გაჭირვებულ ოჯახს დახმარება ან გადმოგვცეს და ჩვენ დავეხმარებით. ახლა ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება ესაჭიროებათ”,– განუცხადა knews.ge–ს გვანცა მოლაშვილმა.
გვანცას თქმით, მას ასევე აქვს სოციალურ ქსელში გვერდი შექნილი, სადაც ნებისმიერ პირს შეუძლია გაავრცელოს ინფორმაცია დახმარების საჭიროების თუ რაიმე ნივთის გაჩუქების შესახებ.
მისი განმარტებით, სწორედ ამ გვერდის მეშვეობით იგებენ გაჭირვებული ადამიანების შესახებ და ერთმანეთის დახმარებით შეძლებისდაგვარად მათ პრობლემებს აგვარებენ.
სოციალურად დაუცველების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომერზე: GE44BG0000000161978863
მიმღები : გვანცა მოლაშვილი
მარიამ ოქროცვარიძე