კახეთში შესაძლოა დამატებითი კოვიდ კლინიკები გაიხსნას
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია მართვადია, არ არის გამორიცხული ახალი კოვიდ კლინიკების გახსნა მოხდეს.
მისი თქმით, კახეთში 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და მკურნალობა ხდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3500 პირს გადააჭარბა. ბოლო რამდენიმე კვირაში რეგიონში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა.