დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დადასტურდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საპატრიარქოს სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი საგადასახო სამსახურის თანამშრომლის კლასტერს მიეკუთვნება. COVID -19 დაუდასტურდა ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს და სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ მამაკაცს. ისინი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
სპეციალისტების მიერ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მკურნალობას ბინაზე, თვითიზოლაციის პირობებში გადის.